კახა კალაძე PACE-ის მონიტორინგის კომიტეტზე - არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს - ულტიმატუმებით და შანტაჟით ესაუბრონ მათ, ვისთანაც გასვლიათ

არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს - ულტიმატუმებით და შანტაჟით ესაუბრონ მათ, ვისთანაც გასვლიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისთვის“ ორი ვარიანტის შეთავაზებას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორობა უნდა.

„ჩვენ არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს. გვინდა მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა და ეს დამოკიდებულება და ასეთი განცხადებები, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის არც მეგობრობა და არც პარტნიორობა. ულტიმატუმებით და შანტაჟით ესაუბრონ მათ, ვისთანაც გასვლიათ“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ზოგადად ბოლო თვეების განმავლობაში დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, კალაძე ამბობს, რომ ბევრი არასამართლიანი განცხადება გაკეთდა, რაც „კატეგორიულად მიუღებელია“.

„ჩვენ ბოლო თვეებისა და კვირების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი არასამართლიანი განცხადება, რომელიც დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ტყუილზე, შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. გვინდა მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობა, მეგობრობა და ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობს, კერძოდ, საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების.

პირველი ვარიანტის თანახმად, მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ოფიციალური პირები: დაიწყებენ “ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო გარემოს” შექმნაზე მუშაობას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; გადადგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების აღსადგენად; დაასრულებენ პოლიციურ სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს; შეწყვეტენ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენებას და ბოლომდე პატივს სცემენ გამოხატვისა და შეკრების უფლებას. ამ ვარიანტში, ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს ამ პუნქტებზე საქართველოს პროგრესს და საშუალება ექნება საქართველოს დელეგაციის მანდატებს გადახედოს, მათ შორის შეაჩეროს კიდევაც.

მონიტორინგის კომიტეტი მიერ მომზადებულ მეორე ვარიანტში საქართველოს ოფიციალური პირებისადმი მოთხოვნები იგივე რჩება, ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვარიანტში არ მოხდება PACE-ში საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე