გიორგი ბაჩიაშვილი მის საქმეზე - დღევანდელ პროცესზე ივანიშვილის მოვლენილი წარმომადგენელი ადგა, პროკურორთან მივიდა და დაუწყო მითითებების მიცემა - ეს დაუშვებელია ბანანის რესპუბლიკისთვისაც კი - ეს არის სპექტაკლი

დღეს დაიკითხა ბიძინა ივანიშვილის შავი სალაროს გამგე და მისი მოადგილე, - ასე შეაფასა ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ხაინდრავას და მისი ყოფილი მოადგილის, დავით გალუაშვილის დაკითხვა, რომელიც დახურულ რეჟიმში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, სპექტაკლს სამართალი დაარქვას.

„ეს სხდომა ზუსტად იმიტომ იყო დახურული, რომ ეს ორი პიროვნება 3 საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ „ქართუ ბანკი“ არის არა ბანკი, არამედ ეს არის ჩვეულებრივი კანტორა, სალარო, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მითითებით მოქმედებს. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ დოკუმენტებს, თუ რა წერია იქ და ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის სიტყვას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს სესხი ვითომ მისი ინვესტიცია იყო. არანაირი დოკუმენტური საფუძველი, მტკიცებულება არ აქვს. ძალიან მინდა საქმის პროკურორს ვთხოვო, ნუ ფუჭსიტყვაობს და მთელი ქვეყნის წინაშე ნუ იტყუება, როცა ამბობს, რომ საბუთები არსებობს. ერთი საბუთიც არ არსებობს, რომ იქ საერთოდ რამე ბიძინა ივანიშვილის იყო.

ნატო ხაინდრავა რა თქმა უნდა, ივანიშვილის მუქარებს აგრძელებს, ის ივანიშვილის გაგრძელებაა და ყველაფერს იტყვის, რასაც ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს, ის განაგებს მის შავ სალაროს. მან თვითონ თქვა, რომ „ქეში“ ფულით განაგებს მილიონ ლარზე დიდი ოდენობით ტრანზაქციებს ისე, რომ ამაზე ივანიშვილსაც არ აძლევს უკუკავშირს და არც ვალდებულია ვინმესთან, რომ ამ თანხებზე რამე გაასაჯაროოს. არ არსებობს არც მტკიცებულება, არც მოწმე, რომელიც რამე სახით ადასტურებს ამ ინვესტიციას, თითქოს, ივანიშვილის განხორციელებული იყო.

დღეს მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი, როცა ივანიშვილის მოვლენილი წარმომადგენელი სასამართლო დარბაზში ადგა, პროკურორთან მივიდა და დაუწყო მითითებების მიცემა, ეს დაუშვებელია ბანანის რესპუბლიკისთვისაც. ამასაც არ ერიდება დღეს სასამართლო, შირმასაც აღარ აკმაყოფილებენ, პირდაპირ არის ივანიშვილი მოსამართლე, პროკურორი... ამ სპექტაკლს უნდა რომ დაარქვას სამართალი“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო