დავით მათიკაშვილი - გაუგებარია, რატომ აწესებს ევროპული სტრუქტურა საქართველოს დელეგაციისთვის მანდატების ცნობის საკითხზე წინაპირობად განმეორებითი არჩევნების დანიშვნას - არანაირ მსგავს წინაპირობაზე ჩვენი ქვეყანა არ დათანხმდება

სრულიად გაუგებარია, თუ რატომ აწესებს ევროპული სტრუქტურა საქართველოს დელეგაციისთვის მანდატების ცნობის საკითხზე წინაპირობად განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას - რა თქმა უნდა, არანაირ მსგავს წინაპირობაზე ჩვენი ქვეყანა არ დათანხმდება, - ამის შესახებ ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით ყოველგვარი წინაპირობა არის პირდაპირი მცდელობა, ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და უგულებელყონ მილიონ 120 ათასი ამომრჩევლის ნება, რომელმაც "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, "ქართული ოცნება" თანამშრომლობისთვის აბსოლუტურად ღიაა, "მაგრამ წინაპირობები, რომელიც პირდაპირ ხაზს უსვამს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნებაზე, ბუნებრივია, გათვალისწინებული ვერ იქნება“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ამ მოცემულობაში არის ის, რომ ევროპა სამართლიანად და პატივისცემით უნდა მიუდგეს იმ ერებს, იმ სახელმწიფოებს, ვისთანაც სურთ ურთიერთობა. პირველ რიგში, სამართლიანი მიდგომა წარმოადგენს იმას, რომ პატივი უნდა სცენ ამა თუ იმ ქვეყნის ხალხის გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნებზე იქნა დაფიქსირებული. ევროპაში აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შედგა და თვითონ ეუთო/ოდრის დასკვნის შესაბამისად, ეს არჩევნები სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და არ მომხდარა ისეთი დარღვევები, რომელსაც რაიმე ფორმით მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა შედეგზე.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, თუ რატომ აწესებს ევროპული სტრუქტურა საქართველოს დელეგაციისთვის მანდატების ცნობის საკითხზე წინაპირობად განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. იმ საპარლამენტო არჩევნების, რომელიც უკვე ჩატარებულია. ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა კარგად იციან, რომ არჩევნები წარმოადგენს ხალხის ნების გამოვლინებას და საზოგადოებამ ეს ნება უკვე გამოავლინა. ასე რომ, ყოველგვარი წინაპირობა ამ კუთხით არის პირდაპირი მცდელობა, ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და უგულებელყონ მილიონ 120 ათასი ამომრჩევლის ნება, რომელმაც ხმა მისცა "ქართულ ოცნებას". ასე რომ, რა თქმა უნდა, არანაირ მსგავს წინაპირობაზე ჩვენი ქვეყანა არ დათანხმდება," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობს, კერძოდ, საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების.

პირველი ვარიანტის თანახმად, მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ოფიციალური პირები: დაიწყებენ “ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო გარემოს” შექმნაზე მუშაობას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; გადადგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების აღსადგენად; დაასრულებენ პოლიციურ სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს; შეწყვეტენ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენებას და ბოლომდე პატივს სცემენ გამოხატვისა და შეკრების უფლებას. ამ ვარიანტში, ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს ამ პუნქტებზე საქართველოს პროგრესს და საშუალება ექნება საქართველოს დელეგაციის მანდატებს გადახედოს, მათ შორის შეაჩეროს კიდევაც.

მონიტორინგის კომიტეტი მიერ მომზადებულ მეორე ვარიანტში საქართველოს ოფიციალური პირებისადმი მოთხოვნები იგივე რჩება, ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვარიანტში არ მოხდება PACE-ში საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის