ოლაფ შოლცი - ილონ მასკი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა

ილონ მასკი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ახალი ის არის, რომ ის [ილონ მასკი] მთელი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა. ეს ნამდვილად ამაზრზენია და ევროკავშირში დემოკრატიის განვითარებისთვის კარგი არ არის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღონისძიებაზე ილონ მასკის სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა.

„აბსოლუტურად კრიტიკულად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რაც ილონ მასკმა გერმანიის ისტორიის შესახებ თქვა. ნაცისტებისგან გათავისუფლებისთვის გერმანია აშშ-ს მადლიერია და სწორედ ამიტომ ვარ ასე გაბრაზებული ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენეების სასარგებლოდ ჩარევის გამო“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ცნობისთვის, ილონ მასკმა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ გერმანელებმა თავიანთი კულტურით უნდა იამაყონ.

„წარსულის დანაშაულებზე დიდი აქცენტი კეთდება და ეს წარსულში უნდა დავტოვოთ. გერმანული კულტურით, გერმანული ღირებულებებით სიამაყე ჩვეულებრივი რამ არის და არ დაკარგოთ ეს რაიმე სახის მულტიკულტურალიზში, რომელიც ყველაფერს ასუსტებს“, - განაცხადა ილონ მასკმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!