რელიგიის სააგენტოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ სააგენტო უკვე მერვე წელია, აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტში უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად.

მათივე ცნობით, რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებული შშმ პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმისა და საქართველოს მთავრობის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის" ფარგლებში, 2018 წლიდან რელიგიის სააგენტო ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდარს, ხოლო 2020 წლიდან, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრთა თხოვნის გათვალისწინებით, ბრაილის შრიფტით ბიბლიას. ამ ეტაპისთვის უკვე დაიბეჭდა ძველი აღთქმის 6 კანონიკური წიგნი - დაბადება, წიგნი გამოსვლათა, წიგნი ლევიტელთა, წიგნი რიცხვთა, მეორე რჯული და იესო ნავეს ძე.

„ამას გარდა, უსინათლოთა რელიგიური უფლებების განხორციელების ხელშესაწყობად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით, რამდენიმე ტაძრის ხატებთან განთავსდა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლოცვები და ტროპარ-კონდაკები.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ 30 ცალი ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიის მეექვსე წიგნი - იესო ნავეს ძე და 100 ცალი 2025 წლის ინტერრელიგიური კალენდარი.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა