ევროპის საბჭოს წევრი - საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს

ინკლუზიური პროცესით უნდა შექმნას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალება, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს წევრმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცამ განაცხადა, რომელმაც, როგორც მონიტორინგის კომისიის წევრმა, 28 იანვარს საქართველოს დელეგაციის მანდატების აღიარება-არაღიარების საკითხზე ანგარიში მოამზადა.

„მისი წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, მმართველი უმრავლესობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ და შეკრების უფლების საწინააღმდეგოდ დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებამ და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებმა ღრმა სოციალური კრიზისი და ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობისა და ლეგიტიმურობის არარსებობა გამოიწვია…

დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ასეთი ღრმა სოციალური კრიზისის წინაშე დგას, როდესაც მმართველებსა და საზოგადოებას შორის სოციალური კონტრაქტი გატეხილია, ადეკვატური პასუხი არის საკითხის მოქალაქეებისთვის გადაცემა ახალი დემოკრატიული არჩევნების გზით. თუმცა ნათელია, რომ წინა არჩევნების პირობებში ჩატარებული [ახალი] არჩევნები, ასამბლეის საარჩევნო დაკვირვების ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოძიების გარეშე, ვერ მიგვიყვანს დემოკრატიულ არჩევნებამდე და ვერ მოაგვარებს სოციალურ კრიზისს.

შესაბამისად, ოფიციალურ პირებს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური პროცესი, რომელიც ყველა ჩართული მხარეს, სოციალურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოიცავს, რათა პასუხი გაეცეს ამ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალებას შექმნის, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“, - განაცხადა კალნინა-ლუკაშევიცამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს