ოლექსი გონჩარენკო - არც უკრაინას, არც ევროპაში რომელიმე სხვა ქვეყანას, არ სურს საქართველოს ომში ყოფნა - ეს ივანიშვილის მორიგი ტყუილია - აღსდექ, საქართველო, იბრძოლე!

არც უკრაინას, არც რომელიმე სხვა ქვეყანას ევროპაში არ სურს საქართველოს ომში ყოფნა, არავის მსოფლიოში არ უნდა ეს, ეს ივანიშვილის მორიგი ტყუილია, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რა ხდება ახლა? დემოკრატიაა თავდასხმის ქვეშ საქართველოში, ისინი იქ დემოკრატიისა და თავისუფლების მოკვლას ცდილობენ. პრო-რუსი მარიონეტების მიერ საქართველოს მოტაცებას ვხედავთ. ეს ხდება ახლა.

ვინ დგას მათ გზაზე? ქართველი ხალხი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამიტომ რეჟიმი ასე უხეშად ესხმის თავს სამოქალაქო საზოგადოებას, „უცხოური აგენტების” რუსული კანონით, სასტიკი თავდასხმებით, დაპატიმრებებით. ამიტომ ეზიზღებათ ისინი…

მინდა ქართველ ხალხს მივმართო - ქართველებო, ივანიშვილის რეჟიმი, მისი დაჯგუფება და თავად ის გატყუებენ! ისინი გეუბნებიან, რომ ევროპაში მიჰყავხართ, ეს სიმართლე არ არის. უბრალოდ ნახეთ, ევროპა აქ არის, ყველამ თქვა, რომ საქართველოში რაც ხდება მიუღებელია. ეს ევროპა არ არის, ეს დემოკრატი არ არის, ეს კანონის უზენაესობა არ არის. ისინი გეუბნებიან, თითქოს საქართველოში მშვიდობას იცავენ. ეს ტყუილია! არც უკრაინას, არც რომელიმე სხვა ქვეყანას ევროპაში არ სურს საქართველოს ომში ყოფნა, არავის მსოფლიოში არ უნდა ეს. გვინდა მშვიდობიანი, კეთილდღიანი და ლამაზი საქართველოს დანახვა, როგორებიც უნდა იყოთ. ეს [ივანიშვილის] მორიგი ტყუილია.

თუმცა, თუ რუსები მოვლენ? რატომ არ არის რუსეთის ტანკები დღეს თბილისში? ვინაიდან ისინი უკრაინაში არიან და წასვლა არ შეუძლიათ, საკმარისი ძალები არ აქვთ, რომ საქართველოს თავს დაესხან დღეს, თუმცა თუ ჰიბრიდული ოკუპაციით ისინი საქართველოს დაიპყრობენ, მაშინ ისინი შვილებს წაგართმევენ, როგორც ეს უქნეს ავღანეთს, და თავს დაესხმებიან ბალტიის ქვეყნებს, სხვა ქვეყნებს, და ეს იცით. არ მისცეთ საშუალება, რომ ეს მოხდეს!

ეს კრიტიკული მომენტია, დემოკრატია და თავისუფლება თავდასხმის ქვეშაა საქართველოში და მსურს ქართველ ხალხს მივმართო: ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, აღსდექ, საქართველო, იბრძოლე, საქართველო! ახლა არის მომენტი, საქართველოს გაუმარჯოს,” - განაცხადა გონჩრენკომ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ