პაბლო ჰისპანი - საქართველოში სიტუაცია ძალიან სწრაფად უარესდება - დღეს საქართველო ცხოვრობს კოშმარულ რეჟიმში, კოშმარულ რეალობაში

საქართველოში სიტუაცია ძალიან სწრაფად უარესდება. დღეს საქართველო ცხოვრობს კოშმარულ რეჟიმში, კოშმარულ რეალობაში. ეს ინსტიტუტი იქ არსებულ სიტუაციას ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს, ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური დევნა, თავდასხმები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ვენეციის კომისიის დასკვნის საწინააღმდეგო კანონების მიღება, - ამის შესახებ ესპანელმა დეპუტატმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, პაბლო ჰისპანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განაცხადა, სადაც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების აღიარება-არაღიარების საკითხს განიხილავენ.

მან საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გააკრიტიკა.

„საქართველოში ჩატარდა არჩევნები, მაგრამ როდესაც არსებობს პირდაპირი საფრთხე ისეთი უცხო ქვეყნიდან, როგორიც რუსეთია, მიიღოს ის შედეგები არჩევნებიდან, რასაც პუტინი მოისურვებს, ეს არჩევნები თავისუფალი არ არის, როდესაც მთავრობა იყენებს საშუალებებს დემოკრატიული ოპოზიციის გასაჩუმებლად, ეს არჩევნები თავისუფალი არ არის, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფიზიკური აგრესია ხორციელდება, ეს არჩევნები თავისუფალი არ არის - სწორედ ეს მოხდა საქართველოში, როდესაც ქართველი ხალხი არჩევნებზე წავიდა. იმ დროიდან საქმე გაუარესდა, თავდასხმები ოპოზიციაზე გაიზარდა, ევროპული გზა, რისი დაპირებაც ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანიის დროს ევროპული დროშის გამოყენებით გასცა, სიცრუე აღმოჩნდა. დემოკრატია არასდროს ესხმის საკუთარ ხალხს თავს, არასდროს ექცევა ოპოზიციას, როგორც მტერს“, - აღნიშნა პაბლო ჰისპანმა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეფუძნება თავისუფლებას დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.

„ყველა წევრი ამ პრინციპების და ფასეულობების ერთგულია. ევროპის საბჭოს წევრობა სავალდებულო არ არის. ჩვენ გვაქვს პრინციპები, სტანდარტები და ფასეულობები, რომელიც ბევრს ნიშნავს, აი რატომ უნდა საქართველოს ევროპის საბჭოს წევრი იყოს, მაგრამ წევრობა ნიშნავს პატივის სცემდე იდეას, რომ ოპოზიცია არ არის მტერი“, - აღნიშნა პაბლო ჰისპანმა.

მისი თქმით, ორი თვე დიდი დროა, თუ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას „სურს შეწყვიტოს და შეცვალოს ავტორიტარული გზა“ და ასევე ეს არის დრო იმისთვის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ნახოს, განხორციელდება თუ არა რეალური ცვლილებები საქართველოში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს