აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი კარავი გაშალეს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი კარავი გაშალეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ, რომელიც საპატიმროში 18 დღეა შიმშილობს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კანონს არ არღვევენ.

“ამ კარავში ვიქნებით და მზია ამაღლობელს სოლიდარობას ვუცხადებთ, იგი 18 დღეა შიმშილობს. პოლიციელის მოთხოვნა უკანონოა, თითქოს უნდა გადავიტანოთ სკვერში. არც სამანქანო და არც ტროტუარს არ ვკეტავთ, კანონიერად ვმოქმედებთ”, აცხადებენ აქციის მონაწილეები

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ პოლიციამ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარავი ადგილიდან გაიტანა. პარალელურად, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიებზე სტიკერები დატოვეს წარწერით “თავისუფლება მზია ამაღლობელს”.

“საკუთარ ფულად აქცია ქვეყნის ბიუჯეტი, თურმე საქართველოში ფული არ უკეთებიათ - ტყუილია! შემოსავლები მათ ჯიბეებში მიდის. ქვეყანა სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ბიძინა ივანიშვილი კი მდიდრდება. არ გვჭირდება ასეთი მმართველი, რომელიც თავის მოქალაქეებს, მოშიმშილეებს არ დაუდგება გვერდით”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს