ბათუმის პოლიციის თანამშრომელი განმარტავს, რატომ დაშალეს აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარავი

ბათუმის პოლიციის თანამშრომლის, ვარლამ მალანიას განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვის დაშლით პოლიციამ „ნივთის ფაქტობრივი შეზღუდვა მოახდინა“.

პოლიციელის განმარტებით, აქციის მონაწილეები კარავს საფეხმავლო გზაზე შლიდნენ, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება არ მიეცემოდათ, ასევე რისკი იყო, რომ საავტომობილო გზაც გადაკეტილიყო.

„ეს არის ნივთის ფაქტობრივი შეზღუდვა. პოლიციამ მანიფესტანტებს მოუწოდა, მათთვის გამოყოფილ ადგილზე - სკვერში, გადაეტანათ რკინის კონსტრუქცია. მათ არ გაითვალისწინეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნა.

რადგან საფეხმავლო გზაზე იშლებოდა კარავი, რომლის გაშლის შემთხვევაში მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება არ მიეცემოდათ, ასევე რისკი იყო იმის, რომ საავტომობილო გზაც გადაკეტილიყო. კონსტრუქცია არ იყო ბოლომდე აწყობილი, აწყობის პროცესში იყო შესაბამისად, პოლიციამ მოქალაქეებს განუმარტა, რომ გამოყოფილი იყო ადგილი - საფეხმავლო გზის უკან. მუხლი თავად წაიკითხეთ, არ ვარ ვალდებული, რომ ყველაფერი განგიმარტო“, - განაცხადა პოლიციელმა ვარლამ მალანიამ.

ინფორმაციისათვის, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო, საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ტროტუარზე ცდილობენ, რისი საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. პროტესტი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციელებმა ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეების მიერ ტროტუარზე გაშლილი კარავი დაშალეს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა