სალომე ზურაბიშვილი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მმართველ პარტიას სამთვიანი გაფრთხილება მისცა, რათა პირობები (ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიციის მიერ ძალადობის დასრულება) შეასრულოს ან გარიცხვა მოხდება. ეს ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ დასანანი, რადგან ევროპის საბჭო პირველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველო შეუერთდა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ქართველი ხალხის მოთხოვნების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საპროტესტო აქციების 64-ე დღე საქართველოს 7 ქალაქში, აქციები ძლიერია ისე, როგორც არასდროს. მოთხოვნები უცვლელი რჩება: ახალი არჩევნები, თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მადლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ქართველი ხალხის მოთხოვნების მხარდაჭერისთვის და მათი წევრობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ პირობებად გადაქცევისთვის“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით ცნო. კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნებამ“, რეზოლუციის საპასუხოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით