სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ეს დიქტატურაა

როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა. ეს არის დღევანდელი საქართველოს მოსამართლეები და სასამართლოები - რუსეთის გულითადი მეგობრები და ივანიშვილის მონები“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „2024 წლის დეკემბერში ამერიკის ფინანსური სანქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო“.

„უნდა აღინიშნოს, რომ ოფშორების კანონი, (რომელსაც მე ვეტო დავადე), მაშინ იქნა მიღებული, როდესაც ყურადღების ცენტრში უცხოური აგენტების კანონი იყო და სანქციებისთვის გვერდის ავლის ოფიციალური თავშესაფრის შექმნას საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკომისიისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია