ირაკლი კობახიძე ვიზიტით სომხეთს ეწვევა

დღეს, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

„ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში უკვე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. ის ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა უკვე გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

„შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, მინისტრის რანგში, სომხეთში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კოლეგას მასპინძლობისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა, რომ საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციამ ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო პარტნიორობაზე და ტურიზმის მაღალ მაჩვენებელზე, რომლის თანახმადაც სომხეთი მესამე ადგილზეა საქართველოში ვიზიტორებს შორის.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფორმატს, რომელიც მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისა და რეგულარული დიალოგის კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მაკა ბოჭორიშვილმა არარატ მირზოიანი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის