კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი - მომავლის პროფესია BTU-სგან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას სთავაზობს. კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მაღალი დონის თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტები პრაქტიკულ საქმიანობაში არიან ჩართული.

კურსის ფარგლებში თანამედროვე AI ტექნიკები შეისწავლება. სტუდენტები პირველივე კურსიდან იწყებენ ხელოვნური ინტელექტის, Big Data ანალიტიკის, Python-ის, მანქანური სწავლების, მონაცემთა სტრუქტურების და ალგორითმების, ბუნებრივი ენის დამუშავების, (NLP) მონაცემთა მეცნიერების, რობოტიკის საწყისების შესწავლას. აღსანიშნავია, რომ BTU-ს Microsoft Lab, მსურველებს ხელოვნური ინტელექტის ცალკეული მოდულების მიმართულებით, Microsoft-ის საერთაშორისო სერტიფიცირებასაც გაატარებს. AI Lab-ის სერვისებს კი ისინი სრული დაფინანსებით მიიღებენ.

პროგრამის სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ისინი სრული დაფინანსებით გერმანულ უნივერსიტეტში გამგზავრებიან, სადაც ბოლო სასწავლო წელს გაატარებენ და BTU-ს დიპლომის პარალელურად, მეორე, საერთაშორისო დიპლომს მოიპოვებენ. ამ მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორია ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Zwickau University of Applied Sciences). სასწავლო პროცესში ჩართული არიან გერმანული უნივერსიტეტის პროფესორებიც.

გარდა აღნიშნულისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:

  • მოიპოვონ საერთაშორისო, მსოფლიოში აღიარებული სერტიფიკატები;
  • სრულად დაუფინანსდეთ გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში. მათ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამებით ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, იტალიასა და ლიეტუვაში;
  • მიიღონ სრული დაფინანსება საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებზე, ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებზე მსხვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან;
  • მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ლექტორებისგან მიიღონ სფეროში უახლესი ცოდნა;
  • სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებში გაიარონ სტაჟირება;
  • მსოფლიოს მოწინავე კორპორაციებთან ერთად დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, კურსდამთავრებულები მზად იქნებიან წარმატებით გააგრძელონ კარიერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მონაცემთა მეცნიერება (Data Science), ხელოვნური ინტელექტის ინჟინერია (AI Engineer), პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, კიბერ უსაფრთხოება, ტექნიკური კვლევები და ინოვაციები

BTU-ს საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდებით მოხდება. აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა ან ფიზიკა. სწავლის ღირებულება 2950 ლარია. აღნიშნული პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს პირველად გასულ სასწავლო წელს შესთავაზა. პირველ წელს მისაღები სტუდენტების რაოდენობა გახლდათ 100. დიდი დაინტერესებისა და მოთხოვნიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს უკვე 300 ადამიანი შეძლებს გახდეს კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის ფორმა.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო