ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას სთავაზობს. კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მაღალი დონის თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტები პრაქტიკულ საქმიანობაში არიან ჩართული.
კურსის ფარგლებში თანამედროვე AI ტექნიკები შეისწავლება. სტუდენტები პირველივე კურსიდან იწყებენ ხელოვნური ინტელექტის, Big Data ანალიტიკის, Python-ის, მანქანური სწავლების, მონაცემთა სტრუქტურების და ალგორითმების, ბუნებრივი ენის დამუშავების, (NLP) მონაცემთა მეცნიერების, რობოტიკის საწყისების შესწავლას. აღსანიშნავია, რომ BTU-ს Microsoft Lab, მსურველებს ხელოვნური ინტელექტის ცალკეული მოდულების მიმართულებით, Microsoft-ის საერთაშორისო სერტიფიცირებასაც გაატარებს. AI Lab-ის სერვისებს კი ისინი სრული დაფინანსებით მიიღებენ.
პროგრამის სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ისინი სრული დაფინანსებით გერმანულ უნივერსიტეტში გამგზავრებიან, სადაც ბოლო სასწავლო წელს გაატარებენ და BTU-ს დიპლომის პარალელურად, მეორე, საერთაშორისო დიპლომს მოიპოვებენ. ამ მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორია ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Zwickau University of Applied Sciences). სასწავლო პროცესში ჩართული არიან გერმანული უნივერსიტეტის პროფესორებიც.
გარდა აღნიშნულისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:
როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, კურსდამთავრებულები მზად იქნებიან წარმატებით გააგრძელონ კარიერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მონაცემთა მეცნიერება (Data Science), ხელოვნური ინტელექტის ინჟინერია (AI Engineer), პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, კიბერ უსაფრთხოება, ტექნიკური კვლევები და ინოვაციები
BTU-ს საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდებით მოხდება. აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა ან ფიზიკა. სწავლის ღირებულება 2950 ლარია. აღნიშნული პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს პირველად გასულ სასწავლო წელს შესთავაზა. პირველ წელს მისაღები სტუდენტების რაოდენობა გახლდათ 100. დიდი დაინტერესებისა და მოთხოვნიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს უკვე 300 ადამიანი შეძლებს გახდეს კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის ფორმა.
(R)