პეტრე ცისკარიშვილი - ივანიშვილის ვერტიკალი იშლება და ხელოვნური წახალისების მექანიზმები მოიფიქრეს

ივანიშვილის ვერტიკალი იშლება და ხელოვნური წახალისების მექანიზმები მოიფიქრეს , - ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების ღირსების ორდენით დაჯილდოება.

პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ხელისუფლება, „როგორც პოლიტიკურად უმწიფარი ბავშვი, ისე ჯიბრში უდგება საერთაშორისო საზოგადოებას“.

„ამ დაჯილდოებას აქვს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი: პირველი, როგორც ჩანს, ივანიშვილის ვერტიკალი იშლება და ეს ხელოვნური წახალისების მექანიზმები მოიფიქრეს იმისთვის, რომ მეტი ნდობა იყოს და უფრო მეტად განიმტკიცონ თავიანთი გარემოცვა ისევე, როგორც რიგითი მხარდამჭერები.

მეორე, როგორც პოლიტიკურად უმწიფარი ბავშვები, ისე ჯიბრში უდგებიან საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან ბოროტების განსახიერება ყველა დანარჩენის თვალში, „ქოცებისგან“ არიან დაჯილდოებულები“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ. მათ ღირსების ორდენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა