გია ვოლსკი - გერმანიაში აღარ არის ის ხელისუფლება, რომელსაც ელჩი ფიშერი წარმოადგენს - ეტყობა, კალენდარი არ აქვს სახლში

ეტყობა, ელჩ ფიშერს სახლში კალენდარი არ აქვს , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც უპასუხა ელჩ ფიშერის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი თქმით, გერმანიაში აღარ არის ის ხელისუფლება, რომელსაც ელჩი ფიშერი წარმოადგენს, თუმცა ის თანამდებობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

"ეტყობა, კალენდარი არ აქვს სახლში. არის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც გერმანული პრაგმატულობით ლაპარაკობს იმას, რომ კალენდარი ამოეწურა კონკრეტულ ადამიანს და არ შეიძლება, რომ იგი კვლავ პრეზიდენტად იქნას მოხსენიებული, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს გერმანიის ელჩს. მაგრამ არის კიდევ მეორე - ეს საქართველოს მიმართ ასეთი უსამართლო დამოკიდებულების ცალკეული შემთხვევა არ არის. ეს არის გეგმაზომიერი პოლიტიკა, რომელზეც შესაბამისი ინსტრუქცია ეტყობა ელჩს არ მოსვლია და აგრძელებს იმ ინერციას, რასაც ჰქვია საქართველოს როგორმე მუხლებზე დაგდება იმისათვის, რომ მიაღწიონ მთავარ მიზანს - მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც ცალფეხზე დგომით, ყურმოჭრილი დაემორჩილება. მათ შორის, ეს ინტერესი გამოსჭვიოდა ყოველთვის გერმანიის წამსვლელი მთავრობის განცხადებებში, ქმედებებში, რომელიც დღეს თავის პოლიტიკური რეიტინგით, მეოთხე ადგილს იკავებს გერმანიაში. ეს არის რეალობა და არა ის, რომ სალომე ზურაბიშვილი, ვადაგასული პრეზიდენტი დღეს კიდევ კვლავ წარმოადგენს ამ ქვეყნის თუნდაც სიმბოლურ ლიდერს. რეალობა ის არის, რომ გერმანიაში აღარ არის ის ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენს ელჩი ფიშერი, თუმცა ის ჯერ კიდევ თანამდებობას ინარჩუნებს. სალომე ზურაბიშვილიც აღარ არის პრეზიდენტი. ის თანამდებობას ვერ ინარჩუნებს, იმიტომ რომ კალენდარი, რომელიც ფიშერს სახლში არ აქვს, ამოიწურა", - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს