ირაკლი კობახიძე - მას შემდეგ, რაც გერმანიის ელჩი ხაზარაძის პირად საკუთრებაში დაბინავდა, რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება

მას შემდეგ, რაც გერმანიის ელჩი დაბინავდა ხაზარაძის პირად საკუთრებაში, ემსახურება რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც უპასუხა გერმანიის ელჩ ფიშერის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიის ელჩის მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული განცხადებები საინტერესო არ არის.

„გერმანიის ელჩი რას ამბობს საინტერესო არ არის. მას შემდეგ, რაც ის დაბინავდა ხაზარაძის პირად საკუთრებაში, ემსახურება რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს. შესაბამისად, ყველა მისმა განცხადებამ აბსოლუტურად დაკარგა აზრი და ინტერესი.

რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას, რომელიც გახმოვანდა გერმანული საგარეო უწყების მხრიდან, უწყების პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური. ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი.

სალომე ზურაბიშვილს უნდოდა, რომ დარჩენილიყო პრეზიდენტად, თუმცა მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებზე და ამით ავტომატურად უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე 6 წელი ემსახურებოდა არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებოდა უცხო ძალებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს