ირაკლი კობახიძე - გონჩარენკო უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი

გონჩარენკო პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ რა მოტივები ამოძრავებს - ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, გონჩარენკოსა და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევს.

“თქვენ გახსოვთ, რომ იმის პარალელურად, როცა რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვდა მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, სანქციებთან მიერთებას რუსეთთან დაკავშირებით, უკრაინელი დეპუტატები პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტის გახსნაზე, პირდაპირი მოწოდებები იყო ამასთან დაკავშირებით.

დღეს ერთ-ერთი მათგანი, PACE-ს წევრი, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა, სხვათა შორის, რუსულ მხარესთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც სამი წლის წინ ის პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და დღეს, ვითომც არაფერი, საუბრობს იმაზე, რომ თურმე არავის სდომებია საქართველოში მეორე ფრონტი.

ის პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ რა მოტივები ამოძრავებს გონჩარენკოს - ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები, თუმცა ისინი ამით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ”, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე