ირაკლი კობახიძე - მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ, მათ შორის არიან ჩინოვნიკები, დიპლომატები - მოინანიონ და გამოხატონ სინანული

მზია ამაღლობელი არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი პასუხისმგებლობას არ იღებს ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ სომხეთში მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც „კვირების და თვეების განმავლობაში საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ“, მათ შორის კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა.

„იცით, რომ კამარების წინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, როდესაც კონკრეტულმა ადამიანმა ხელი დაარტყა პოლიციელს, პოლიციის ხელმძღვანელს კონკრეტულ რეგიონში. ეს სამართალდარღვევა არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, შესაბამისად, ამ ყველაფრის მედიასთან დაკავშირება, არის ცარიელი სპეკულაცია.

ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას: როდესაც რაღაცების წაქეზებაზეა საუბარი, ყველა ის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანს უწოდებდა არამშვიდობიან პროტესტს, არის იმ დანაშაულის წამქეზებელი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ; ყველა, ვინც თბილისის ქუჩებში ძალადობას აქეზებდა, ასეთი სამართალდარღვევების წამქეზებელია. შესაბამისად, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც კვირების და თვეების განმავლობაში საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ, მათ შორის არიან, კონკრეტული ჩინოვნიკები, დიპლომატები, რადიკალური ოპოზიციაზე და სხვებზე აღარ ვსაუბრობ, მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა მზია ამაღლობელის პატიმრობაზე,რადგან მათ წაახალისეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ. ისინი ამას აკეთებდნენ ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული. მათ, ვინც ჩვენ ქვეყანაში ძალადობას ახალისებს, განსაკუთრებით პოლიციელებზე ძალადობას, არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ რამეზე ისაუბრონ საერთოდ.

როდესაც საუბარია მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ კონკრეტულმა დონორებმა. მზია ამაღლობელი არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. თითოეული მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები პირი მის ორგანიზაციებში არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც მზია ამაღლობელმა განახორციელა. თუ ვინმეს რამეზე უნდა საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის“ , - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქით, ადამიანებს, რომლებიც პოლიციის ძალადობას ახალისებენ, უნდათ სახელმწიფო ჩამოშალონ, რასაც „ადრე გახარიას ხელით აკეთებდნენ“ , ახლა კი სხვა ფორმით ცდილობენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის საშუალებას ვერავის მისცემენ - „ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს, ვერ რადიკალურ ოპოზიციას და ვერც ენჯეოებს“

„როგორც იურისტი ვამბობ, რომ, როდესაც ადამიანი პოლიციელს შეურაცხყოფს, იქ მაქსიმალურად მკაცრი ზომები უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული. პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი. ბუნებრივია, ის მიდგომა, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურები იყენებენ და ეს ასე უნდა გაგრძელდეს.

ადამიანებს, რომლებიც პოლიციის ძალადობას ახალისებენ, უნდათ სახელმწიფო ჩამოშალონ, ჩამოშალონ პოლიცია. ადრე ამას გახარიას ხელით აკეთებდნენ , ახლა სხვა ფორმით ცდილობენ. ამის საშუალებას ვერავის მივცემთ, ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს, ვერ რადიკალურ ოპოზიციას და ვერც „ენჯეოებს“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ასეთი პროვოკაციის მოსაწყობად“,- განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს