ვაშინგტონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს

American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს, - ინფორმაციას CBS News-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან, რომ მათ ბევრი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ მის გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდება.

ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა, ვერტმფრენში კი - 3. CBS-ის ცნობით, ამ დროისთვის ამოყვანილია 40 ადამიანის ცხედარი. „არ ვფიქრობთ, რომ ამ კატასტროფას ვინმე ცოცხალი გადაურჩა”, - განაცხადა ვაშინგტონის სახანძრო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ დონელმა.

ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. კატასტროფა მდინარე პოტომაკის თავზე მოხდა. სამძებრო და ცხედრების ამოყვანის ოპერაცია გრძელდება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს