შვედეთი უკრაინას 1.25 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაა 13.5 მილიარდი შვედური კრონი (დაახლოებით 1.25 მილიარდი აშშ დოლარი), - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ომში ახლა ინიციატივა რუსეთს აქვს, ამიტომ, მას მიაჩნია, რომ ევროპას უკრაინის მხარდაჭერაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვაფინანსებთ უკრაინულ ინვესტიციებს უპილოტო საფრენ აპარატებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებში“, - განაცხადა იონსონმა.

მისი თქმით, დახმარების ახალ პაკეტში შედის,16 საბრძოლო კატერი, 1500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, 146 სატვირთო მანქანა და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს