საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 3-5 თებერვალს, ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება.

რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და 190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

„საქართველოს საავიაციო ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს.

სამდღიან ფორუმზე აეროპორტების გაერთიანებას 20-ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება, როგორც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების, ასევე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყოველწლიურად უწყვეტად მონაწილეობს საავიაციო ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობას. Connect 2025-ის ფარგლებში, გავმართავთ არაერთ შეხვედრას საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რომ დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების დამატებითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ, როგორც საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებთან, ისე პოტენციურ პარტნიორ ავიაკომპანიებსა და აეროპორტებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია