ირაკლი კობახიძე - არ ვიცი, რამდენად შეძლებს ახალი ადმინისტრაცია საბოლოოდ „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ

არ ვიცი, რამდენად შეძლებს ახალი ადმინისტრაცია საბოლოოდ „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინა გაწირეს, თუმცა რისთვის, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ გადაარჩინა ქვეყანა იმ ტრაგედიას, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს.

„რეალურად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს. ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვამტკიცებდით იმას, რასაც დღეს ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს. რეალურად, გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა. რისთვის? ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ყოველგვარი შედეგის გარეშე. შედეგი არის ერთადერთი - ეს არის გადანადგურებული უკრაინა, ეს არის დაკარგული ტერიტორიების 20%, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული, არაფერს ვამბობ მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე, ეს არის ასიათასობით დაღუპული უკრაინელი. რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? ამაზე არავის აქვს პასუხი. თუმცა, პასუხი არსებობს - იყო გლობალური, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა შეეწირა. როგორც ბატონმა რუბიომ [მარკო რუბიო] განაცხადა, დაახლოებით, 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დასჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის 2014 წლამდე იყო. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ამ ტრაგიკულ მოვლენას გადავარჩინეთ. დღესაც იგივე ვითარება იქნებოდა. 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ უკრაინა ომს იგებს და თქვენ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათო. ამას მოგვიწოდებდნენ დახურულ კარს მიღმა, როცა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდებდნენ. ჩვენ თავშეკავებული პოზიცია გვქონდა და დღეს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებებიც ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მიდგომა აბსოლუტურად სწორი და გამართლებული იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ