„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - ამ წარწერით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაზე ბანერი გადმოფინეს

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - ამ წარწერით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაზე ბანერი გადმოფინეს.

ბანერი სტუდენტების ნაწილმა გაშალა და ამ ფორმით, აქციების დროს დაკავებულ პირებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მათი თქმით, უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებული.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ სურთ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს არ დაავიწყდეთ, რომ მათ მოქალაქეები მხარს უჭერენ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა