ფიქრია ჩიხრაძე - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უსწრაფესად უნდა შეიკრიბოს კონსილიუმი - ხვალ, ზეგ შეიძლება შეუქცევადი, უმძიმესი შედეგი დადგეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უსწრაფესად უნდა შეიკრიბოს კონსილიუმი, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებამ ინფორმაცია მიიღოს.

მისივე შეფასებით, ხვალ, ზეგ შეიძლება შეუქცევადი, უმძიმესი შედეგი დადგეს.

„დღეს მე-20 დღეა, რაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი შიმშილობს. სრულიად ჯანმრთელი მდგომარეობის ადამიანსაც კი ამდენი ხნის შიმშილობის შემდეგ, ცხადია, ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული პრობლემები გაუჩნდება. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთი ოფიციალური განმარტება, კომენტარი, ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ მოგვისმენია. მოვისმინეთ მხოლოდ მცირე ფრაგმენტული კომენტარი ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, კერძოდ ექიმისგან, რომელიც აბსოლუტურად არანაირ ჩარჩოებში არ ჯდებოდა, იმიტომ, რომ მზია ამაღლობელის მე-16 დღეს შიმშილობისა, ამბობდა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებები არ არის“. ჩვენ ძალიან სერიოზულ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ამ სისტემურ დანაშაულს ხვალ, ზეგ აუცილებლად მიეცემა სერიოზული შეფასება, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთი დარბევის დროს ლოყა ეტკინა, ის არის ამ სისტემური დანაშაულის მონაწილე. სისტემური დანაშაულის მონაწილეა პროკურორი, რომელმაც წარადგინა მძიმე ბრალი, მოსამართლე, რომელმაც ადამიანს საკმაოდ მძიმე აღკვეთის ღონისძიების ფორმა მიუსაჯა და მთელი სისტემა, რომელიც დღეს ამ ყველაფერს ემსახურება. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს (მართალია, ის არ არის ლეგიტიმური ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, მაგრამ ის ამ სკამზე ზის და ძალიან მაღალ ხელფასს იღებს) არ გაუკეთებია არანაირი შეფასება, განცხადება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ ე.წ. პრემიერ-მინისტრისგან რაღაც მონანიების და სინანულის თაობაზე შეგონებები. ამ დროს, ის თავისი განცხადებებით იძლევა პოლიტიკურ დაკვეთას.

ჩვენ ვართ ძალიან მძიმე რეალობის წინაშე. ხვალ, ზეგ შეიძლება შეუქცევადი, უმძიმესი შედეგი დადგეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რომ აქედან ნორმალური გამოსავალი სიცოცხლის შენარჩუნების თვალსაზრისით უკვე აღარ იყოს. დღეს ერთადერთი ლეგიტიმური სტრუქტურა არის სახალხო დამცველი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში, ასევე არაფერი გაუკეთებია, რომ მის ქმედებაში ჩვენ პასუხისმგებლობის ნიშანი დავინახოთ. უსწრაფესად უნდა შეიკრიბოს კონსილიუმი, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივიღოთ. ყველა ზომა უნდა გატარდეს იმასთან დაკავშირებით, თუ ხვალ, ზეგ რა მოქმედებებია აუცილებელი“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს