ეკა გიგაური - დასავლელი პარტნიორები და ქართული საზოგადოება ვფიქრობთ, რომ ივანიშვილს პერსონალური პატიმრები ჰყავს და მისი დავალებით ხდება ამ ადამიანების დევნა

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ისევე, როგორც ქართული საზოგადოება, ვფიქრობთ, რომ ივანიშვილს პერსონალური პატიმრები ჰყავს ამ ქვეყანაში და მისი დავალებით ხდება ამ ადამიანების დევნა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მესამე სექტორის წარმომადგენლები დღეს აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

„ახლა, ჩვენ რაც გვჭირდება არის ის, რომ კონკრეტულად მივაწოდოთ ინფორმაცია ყველას, თუ რა ტიპის დარღვევები არის ყველა ამ საქმეში, რომ აქ ერთი ხელწერაა. ერთი ან რამდენიმე ტიპის მეთოდებს იყენებენ ხელისუფლების წარმომადგენლები იმისთვის, რომ ეს ადამიანები დასაჯონ. ზუსტად ამიტომ არის ამ საქმეების სიღრმისეულად შესწავლა მნიშვნელოვანი. ჩვენ დავაკვირდებით პროცესებს და სასამართლო პროცესზეც მივალთ, მაგრამ ამავდროულად, შევხედავთ იმას, თუ რა აქვს გამოძიებას. გამოძიებას არავითარი ინფორმაცია არ აქვს“, - განაცხადა გიგაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება