გიორგი ბაჩიაშვილი - დღეს იყო მორიგი სამარცხვინო პროცესი - როცა გამოჩნდა 2023 წელს შექმნილი დოკუმენტი, რომელზეც ხელმომწერია ნათია თურნავა, პროკურორი შეფუცხუნდა, არ აწყობს მისი სასამართლოში მოყვანა, მოსამართლემ ღიად დატოვა საკითხი

ივანიშვილისა და „ქართუ ბანკისთვის“დღეს იყო მორიგი სამარცხვინო პროცესი - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე დაბარებული მოწმეები არიან წნეხის ქვეშ და არ სიამოვნებთ იმის თქმა, რისი თქმაც უწევთ.

ამასთან, როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, დღეს მოსამართლემ ნათია თურნავას პროცესზე დაბარების გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

„ივანიშვილისა და „ქართუ ბანკისთვის“დღეს იყო მორიგი სამარცხვინო პროცესი. ჩვენ ვიხილეთ „ქართუ ბანკის“ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომელი, ზურაბ გოგუა, რომელიც დირექტორატის წევრი იყო და ისიც ერთხმად, გუშინდელ მოწმეებთან ერთად ამტკიცებდა, რომ რაც კი დოკუმენტაცია გაფორმდა, ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მსგავსი დოკუმენტები არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა და ეს ბანკი არის პირდაპირ ივანიშვილის კანტორა, სალარო. ამას ამტკიცებს მთელი მისი კოლექტივი. ძალიან სამარცხვინოა, არცერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი ბანკირი მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა, თუმცა აქ თავის თავის პატივისცემაზე წინ არის ივანიშვილის დავალება და მისი ზეპირსიტყვიერი ჩვენების "გაპრავება".

საცოდაობაა ამ მოწმეების დატანჯული სახეების ყურება. ისინი, რა თქმა უნდა, წნეხის ქვეშ არიან და არ სიამოვნებთ იმის თქმა, რისი თქმაც უწევთ, მაგრამ არიან ამ სისტემის წინაშე უძლურები. ამ სისტემის წინაშე უძლურია მოსამართლეც. მან ელემენტარულად, წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირი უნდა შეიყვანოს დასაკითხ პირთა სიაში, ეს არის პრაქტიკა და არის უამრავი ადამიანი შეყვანილი. როცა გამოჩნდა 2023 წელს შექმნილი დოკუმენტი, რომელზეც ხელმომწერია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, პროკურორი ეგრევე შეფუცხუნდა. რა თქმა უნდა, მას არ აწყობს ნათია თურნავას სასამართლოში მოყვანა. ძალიან ბევრი ბჭობისა და პროტესტის შედეგად მოსამართლემ ღიად დატოვა ეს საკითხი. თავად ვერ გადაწყვეტდა ამ საკითხს, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ივანიშვილსა და მის მოვლენილ პირთან, შეიძლება თუ არა ნათია თურნავას მოყვანა სასამართლოში. ეს არის სამარცხვინო“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა