სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან

საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“თავისუფლება მზია ამაღლობელს.

საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან.

მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!” , - წერს ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია "აბუჩად იგდებს დემოკრატიას".

“რუსული რეჟიმი საქართველოში. გუშინ, “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსების ორდენით დააჯილდოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც დასანქცირებულები არიან საპოლიციო ძალადობისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემონსტრანტების არასათანადოდ მოპყრობაში. მმართველი პარტია აბუჩად იგდებს დემოკრატიას!” , - წერს ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია