ბადრი ჯაფარიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ასამბლეას, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ქვეყნის იზოლაციისკენ - სახელმწიფოს ინტერესებს აყენებს ზიანს

ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ასამბლეას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას ეხმაურება.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზიანებს.

„ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. ეს ზიანს ვერ მიაყენებს საპარლამენტო ასამბლეას, ეს დელეგაცია იქნება თუ არა იქ, საპარლამენტო ასამბლეას მუშაობაში ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს, უარყოფით ელემენტს ვერ შეიტანს, მაგრამ აყენებს ზიანს ჩვენს ქვეყანას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის იზოლაციისკენ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ გამოავლინა „ქართული ოცნების“ დელეგაციამ თავისი ბუნება. ნაცვლად იმისა, რომ ითანამშრომლოს 46 წევრი ქვეყნისგან შემდგარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს მუშაობაში და ამით ჩვენ სახელმწიფოს ინტერესებს აყენებს ზიანს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს