ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციას ჟურნალისტის მეგობრები, თანამოაზრეები და მხარდამჭერები ესწრებიან.

მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად, საპატიმროში უკვე მე-20 დღეა, შიმშილობს.

გამოცემა "პუბლიკას" რედაქტორმა ზურაბ ვარდიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მზია არ გათავისუფლდება.

მისივე განმარტებით, 20-დღიანი შიმშილობის მერე ჟურნალისტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია.

"მზია არის ძალიან ძლიერი სულის ადამიანი, ძალიან პრინციპული ადამიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი არის შესაბამისი მისი სულის სიძლიერისა. მისი ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე ყოველ საათსა და ყოველ წუთს ბეწვზე ჰკიდია, შესაბამისად, ეს არის ახლა ამოსავალი წერტილი მისი მეგობრებისთვის, მისი კოლეგებისთვის და, ზოგადად, ადამიანებისთვის, მე ვიტყოდი, განსხვავებით ჩვენი მმართველი პარტიისა.ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი რაც არის, ყოველდღიურად ვაპროტესტოთ, ვაგრძელებთ ამ პროტესტს, გვინდა, რომ შევასმინოთ, ვისაც ხელეწიფება, ძალიან მარტივად, ერთი ზარი განახორციელოს და შუამდგომლობა წარადგინოს სასამართლოში იმის შესახებ, რომ ცვლის აღკვეთ ღონისძიებას.თუ ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომელზე ფიქრიც არავის არ გვინდა, პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე დაეკისრება ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა ზურაბ ვარდიაშვილმა.

აქციის მონაწილეები მოგვიანებით საპროტესტო მსვლელობით მარჯანიშვილის მეტროსთან გადაინაცვლებენ, საიდანაც საპროტესტო მარში დაიწყება.

მარშის მონაწილეები საბოლოოდ, პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან, სადაც უწყვეტი პროტესტი უკვე 65-ე დღეა, მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს