ინდუსტრიაში პირველად - გორგიამ მაღალტექნოლოგიური აპლიკაცია შექმნა

სამშენებლო-სარემონტო ინდუსტრიაში პირველად გორგიამ მაღალტექნოლოგიური აპლიკაცია შექმნა. აპლიკაციაში წარმოდგენილია 20-მდე კატეგორიის 60 000-მდე დასახელების პროდუქცია. პლატფორმა 1 თებერვალს გაეშვა და ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ასევე IOS მომხმარებლებისთვის.

გორგიას აპლიკაცია გამოირჩევა მარტივი ნავიგაციით, აქვს გაუმჯობესებული საძიებო სისტემა და დახვეწილი დიზაინი. ის სრულიად ორიენტირებულია მომხმარებლის საუკეთესო მსყიდველობით გამოცდილებაზე. აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი კომფორტი და მოქნილობაა- - ყველა ის პროდუქტი, რაც გორგიას ფილიალებსა და საიტზეა წარმოდგენილი, ახლა უკვე მომხმარებლის სმარტფონშია მოქცეული!

აპლიკაციის ჩამოტვირთვისას მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს დამატებით ფასდაკლებით პირველ შენაძენზე. ასევე მუდამ დახვდებათ აპის განსაკუთრებული, პერსონალიზირებული შეთავაზებები.

გადახდის მეთოდები მარტივი და მრავალფეროვანია, შესაძლებელია განვადება და თანხის გადანაწილებაც. აპლიკაციის მომხმარებლები ისარგებლებენ გაუმჯობესებული მიწოდების სერვისით. სურვილების სიიდან შენს სახლამდე-

გადმოწერე გორგიას აპლიკაცია!

გორგია ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც პანდემიის დროს შექმნა ვებ-გვერდი და მას შემდეგ ერთგულად ემსახურება მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით. გორგიას ვებ - გვერდიც და აპლიკაციაც ზუსტად პასუხობს მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს. GORGIA.GE- ზე და ახლა უკვე აპლიკაციაშიც წარმოდგენილია 60 0000-მდე დასახელების სამშენებლო, სარემონტო, ტექნიკის, ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „გორგიას“ ელექტრონული კომერცია იცავს მომხმარებლის ინტერესსა და უფლებებს, ამისათვის მას eCommerce Association Georgia - სგან ნდობის ნიშანიც (Trust Mark) მიენიჭა.

(R)

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება