მზია ამაღლობელის ადვოკატი - მოწოდებული დიაგნოზები გადაგზავნილია ექიმებთან და ველით რეკომენდაციას - მომავალ კვირაში დაგეგმილია გასტროენტეროლოგიური კვლევა, შემდეგ დაიგეგმება კონსილიუმი იქნება მოთხოვნილი თუ სხვა ნაბიჯები

ჩვენთვის მოწოდებული სხვადასხვა დიაგნოზები, ანალიზები, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა, გადაგზავნილია ჩვენთვის და პირველ რიგში მზია ამაღლობელისა და მისი ოჯახისთვის სანდო ექიმებთან და ველით რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა გადაიდგას მომავალი ნაბიჯები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად და მოსაფრთხილებლად , - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით სახალხო დამცველისთვის კონსილიუმის მოწვევაზე მოთხოვნით მიმართვას არ აპირებენ.

„კონსილიუმის შექმნის მოთხოვნით არ მიგვიმართავს. ორი ფაქტორია აქ, ერთი ის, რომ ჩვენა უცილებლად უნდა ვიცილოთ ყველა სახის სამედიცინო დოკუმენტაცია და მეორე და ყველაზე მთავარი, მზია ამაღლობელის დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს, არ საჭიროებს არანაირ დახმარებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უნდა იყოს წინა „პლანზე“ წამოწეული. ასევე საუბრობს, რომ ის წინააღმდეგი იქნება იმისა, თუ მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერჯერობით ვაპირებთ იმას, რომ მოვითხოვოთ სხვა სახის გამოკვლევები, ეს გამოკვლევები უნდა იყოს დაფუძნებული იმ დიაგნოზებზე, რომელიც წარსულში ჰქონდა მზია ამაღლობელს. როდესაც ექიმებისგან მივიღებთ რეკომენდაციას არსებული ანალიზების შედეგებთან დაკავშირებით, შემდგომში აუცილებლად მოვითხოვთ სხვა სახის ჩარევებს, ოღონდ ეს კვლავ იქნება სხვადასხვა სახის შემოწმებების სახის.

ჩვენთვის მოწოდებული სხვადასხვა დიაგნოზები, ანალიზები, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა, არის გადაგზავნილი ჩვენთვის და პირველ რიგში მზიასა და მისი ოჯახისთვის სანდო ექიმებთან და მათგან ველით რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა გადაიდგას მომავალი ნაბიჯები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად და მოსაფრთხილებლად.

რაც შეეხება სხვა სახის კვლევებს, როგორც ქალბატონ მზიას დღეს მოახსენეს, მომავალ კვირაში უკვე დაგეგმილია გასტროენტეროლოგიური კვლევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონი მზიას წარსული დიაგნოზიდან გამომდინარე. შემდგომში ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნილი სხვადასხვა სახის ანალიზები, გამოკვლევები, კონსილიუმი იქნება მოთხოვნილი, თუ რა სახის ნაბიჯები იქნება მოთხოვნილი, ამას აუცილებლად გაიგებთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის