სალომე ზურაბიშვილი - მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით - ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება „რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით“.

„საქართველოს ევროპული მომავლის მიტაცების შეჩერების ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა", - წერს ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებს ეხმიანება და ამ კონტექსტში საბჭოთა კავშირს ახსენებს.

"რეპრესიები საქართველოში. ქართველი დიპლომატების ჯერია: 27 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი დირექტივა გამოსცა, რომელიც საგარეო სამსახურში მომუშავეთა უფლებებს ზღუდავს და მათ მმართველი პარტიის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აქცევს... რეტროაქტიური ეფექტებით. უკან სსრკ-ში," - წერს ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია