რუსეთის მიერ ქალაქ ოდესის ისტორიული ცენტრის დაბომბვის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა

რუსეთის მიერ ქალაქ ოდესის ისტორიული ცენტრის დაბომბვის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლეგ კიპერის ცნობით, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „იუნესკოს“ მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანილი ქალაქ ოდესის ცენტრში, სასტუმრო „ბრისტოლი“, ასევე საცხოვრებელი სახლები და შენობები დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა თავდასხმა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის თავდასხმას წინასწარგანზრახული უწოდა და აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმის ეპიცენტრში ნორვეგიელი დიპლომატები იმყოფებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს