ლანა გალდავა - ცვლილებებით ხდება დიპლომატიური სამსახურის პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარება, რაც არის ხელისუფლების უზურპაციის კიდევ ერთი მცდელობა და ინსტიტუციის ჩამოშლის მიზანმიმართული ქმედება

ცვლილებებით ხდება დიპლომატიური სამსახურის პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარება, რაც არის ხელისუფლების უზურპაციის კიდევ ერთი მცდელობა და ინსტიტუციის ჩამოშლის მიზანმიმართული ქმედება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანი გამოცდილი და ინსტიტუციური მეხსიერების მქონე საჯარო მოხელეების და საკადრო დიპლომატების ნეპოტისტური და კორუფციული სქემების მონაწილე უბიოგრაფიო კადრებით ჩანაცვლებაა.

„როგორც საჯარო მოხელეთა მიმართ, როდესაც ცვლილებები ემსახურებოდა მოხელეთა კლასის განადგურებას, ამ შემთხვევაშიც სიახლეები ატარებს რეპრესიულ ხასიათს და აქვს განგრძობითი ხასიათი. დიპლომატიურ თანამდებობებზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებების შემოტანით, პირველადი სტრუქტურული ერთეულების გაჩენით და ა.შ., ამ შემთხვევაში უკვე ხდება საკადრო დიპლომატიის ცნების განადგურება.

მიზანი არის ყველა ინსტიტუციის „ეფესბეს“ მეთოდებით, სუს-ის „ოდეერებით“ მართვა, ხოლო პროფესიონალი, გამოცდილი და ინსტიტუციური მეხსიერების მქონე საჯარო მოხელეების და საკადრო დიპლომატების ჩანაცვლება ნეპოტისტური და კორუფციული სქემების მონაწილე უბიოგრაფიო კადრებით.

ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალი ერთადერთია - ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები იმისთვის, რომ ქვეყანა და ინსტიტუციები გადარჩეს!“ - აცხადებს გალდავა, რომლის კომენტარსაც “ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს