სალომე ზურაბიშვილი დღეს ბათუმში აქტივისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების" დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის „ბათუმელების“ რედაქციას ეწვევა, სადაც მასთან ინტერვიუ შედგება.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ 16:00 საათზე, მისი "ფეისბუკის" გვერდზე პირდაპირ ეთერში გავა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ასევე, საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებულ აქტივისტებთან და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრებთან.

სალომე ზურაბიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებსაც მიმართავს, რის შემდეგაც, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს დაესწრება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია