დონალდ ტრამპი - უკრაინაში ომის დასრულება გვინდა - ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებთ

უკრაინაში ომის დასრულება გვინდა - ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვას, ჰქონდა თუ არა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პასუხი არ გასცა.

„ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩვენ სერიოზულ დისკუსიებს ვაწარმოებთ. ჩვენ ვისაუბრებთ. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთოთ. ამ ომის დასრულება გვინდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. ჩვენ დისკუსიებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკვე ვსაუბრობთ, დიახ“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს