შალვა პაპუაშვილი - 3 წლის წინ პარლამენტმა მიიღო „რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“, რომელსაც რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა - დრომ დაადასტურა, რომ ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა

3 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“, სადაც ყველაზე მთავარი ომის არდაშვებისკენ მოწოდება იყო და რომელსაც რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა - დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და რეზოლუციის ტექსტს აქვეყნებს.

პაპუაშვილის თქმით, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებას მოითხოვდა, „დღეს პოტენციურად ან დატირებული იქნებოდა, ან დამტირებელი“.

„ზუსტად 3 წლის წინ, 2022 წლის 1-ელ თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.

რეზოლუციის მთავარი არსი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მისი სუვერენიტეტის პატივისცემის ხაზგასმა და, ყველაზე მთავარი, ომის არდაშვებისკენ მოწოდება იყო.

რეზოლუციას რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო.

ამ დღეებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასეთი ხალხის პოზიცია, რომლებიც ომის მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებს პროპაგანდისტულად არბილებდნენ და მალავდნენ, შეაფასა, როგორც არაკეთილსინდისიერი.

ქართული რეალობისთვის კი ამგვარი პოზიცია ღალატს უდრიდა. სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა და მომდევნო კვირებში საკუთარი მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებას მოითხოვდა, დღეს პოტენციურად ან დატირებული იქნებოდა, ან დამტირებელი.

დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი“,- წერს პაპუაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის