დავით მათიკაშვილი - ხელწერილით გათავისუფლებიდან სულ მალე, მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს, რაც დემოკრატიულ, თავმოყვარე ქვეყანაში წარმოადგენს დანაშაულს - სრული მანიპულაციაა იმაზე საუბარი, რომ უდანაშაულოდ იქნა ვინმე დაკავებული

არ შეიძლება შიმშილი იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიმართ შანტაჟის იარაღად, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „საზოგადოებამ იხილა, რომ ამაღლობელი, ხელწერილით გათავისუფლებიდან მალევე, თავს დაესხა პოლიციელს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ და თავმოყვარე ქვეყანაში დასჯადია“.

როგორც ის აღნიშნავს, ამავე შეხედულებას იზიარებენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

„ჩვენ რომ გავყვეთ ქრონოლოგიას, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ქალბატონმა ჯერ სცადა პოლიციელებზე პირდაპირ სტიკერების მიკვრა, რის გამოც იყო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული, ხელწერილით გათავისუფლებიდან სულ მალე, ის თავს დაესხა და ხელი დაარტყა პოლიციელს, ეს საზოგადოებამ იხილა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ, თავმოყვარე ქვეყანაში წარმოადგენს დანაშაულს და დამნაშავე პირი ისჯება. იმავეს აცხადებენ აშშ-ის ადმინისტრაციის ახალი კანდიდატი წევრები და რა თქმა უნდა, საქართველო ამ პოზიციას იცავს. ასე რომ, სრული მანიპულაციაა იმაზე საუბარი, რომ უდანაშაულოდ იქნა ვინმე დაკავებული. მზია ამაღლობელის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე არ უკავშირდება მისი, როგორც ჟურნალისტის საქმიანობას. ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, ამ ქალბატონს ჯანმრთელობა ვუსურვოთ, შეწყვიტოს შიმშილობის აქცია და ითანამშრომლოს გამოძიებასთან მისივე ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს