“ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა

ე.წ. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ გვერდზე კანონპროექტის გვერდზეა აღნიშნული.

კანონპროექტი H.R. 243, რომელიც მიზნად ისახავს “აეკრძალოს შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილის ან ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარება, რა მიზნითაც არ უნდა იყოს”, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) წარადგინა. თავდაპირველად კანონპროექტს მხოლოდ ერთი თანაავტორი ჰყავდა, კონგრესმენი სტივენ კოენი (დემოკრატიული პარტია).

განახლებული ინფორმაცია, კანონპროექტს კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა, ესენი არიან: მაიკლ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია), ლოიდ დოგერი (დემოკრატიული პარტია), მაიკლ ლოულერი (რესპუბლიკური პარტია) და ემანუელ კლივერი (დემოკრატიული პარტია).

ცნობისთვის, კანონპროექტმა კენჭისყრაზე გამოტანამდე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ და საგარეო საქმეთა კომიტეტებში განხილვა უნდა გაიაროს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს