ნიკა სიმონიშვილი - რეჟიმს ისე ეშინია პროტესტის გამწვავების, თბილისში შესასვლელ-გასასვლელი ყველა გზა კონკრეტულ ნუსხაში მოაქცია და მისი ბლოკირება დანაშაულად გამოაცხადა

საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში“ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რეჟიმს ისე ეშინია პროტესტის გამწვავების, თბილისში შესასვლელ-გასასვლელი ყველა გზა კონკრეტულ ნუსხაში მოაქცია.

„ლოკაციები თბილისში, რომლებზეც გზის ბლოკირება დანაშაულად გამოაცხადა რუსულმა რეჟიმმა:

ჩრდილოეთის [და დასავლეთის] მიმართულება: ს1 საერთაშორისო გზა: ვეფხი და მოყმის ძეგლიდან დაწყებული, მარშალ გელოვანის გამზირი და აღმაშენებლის ხეივანი მთლიანად;

ს9 საერთაშორისო გზა: თბილისის შემოვლითი გზა მთლიანად (ზაჰესი-ავჭალიდან დაწყებული, ლილომდე დასრულებული)

სამხრეთის მიმართულება:

ს4 საერთაშორისო გზა: გულიას ხიდიდან დაწყებული, რუსთავის გზატკეცილი და ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა;

ს6 საერთაშორისო გზა: გულიას ხიდიდან დაწყებული, მარჯვენა სანაპიროზე გზატკეცილი ზემო ფონიჭალის ბოლომდე.

აღმოსავლეთის მიმართულება:

ს5 საერთაშორისო გზა: ჯორჯ ბუშის ქუჩიდან დაწყებული, კახეთის გზატკეცილი, ლილოს გზა ლოჭინის ხიდის ჩათვლით.

რეჟიმს ისე ეშინია პროტესტის გამწვავების, თბილისში შესასვლელ-გასასვლელი ყველა გზა ამ სიაში მოაქცია, არა მხოლოდ ავტობანი ან აღმაშენებლის ხეივანი.

ამ გზებთან/ქუჩებთან დამაკავშირებელი ქუჩები ადგილობრივ გზებად ითვლება და სტრატეგიულ ობიექტთა ჩამონათვალში არ შედის, ამიტომ აქ ისეთივე „წესები“ მოქმედებს, როგორებიც რუსთაველზე.

რაც შეეხება სხვა ქალაქებში ასეთ ლოკაციებს, საერთაშორისო მნიშვნელობის გზები საავტომობილო რუკებზე ან google maps-ში ლურჯ მართკუთხა ნიშანში ჩასმული ნუმერაციითაა აღნიშნული: ს1, ს2, ს3 და ა.შ. (სულ 13 არის)”, - წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!