„დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - ჩემთვის ყველა ზღვარი გადალახეს მაშინ, როცა დედაჩემს შეეხნენ ხელით, ძირს დააგდეს - ყველა პასუხს აგებთ ამისთვის, რაც დღეს მომიწყვეთ

ჩემთვის ყველა ზღვარი გადალახეს მაშინ, როცა დედაჩემს შეეხნენ ხელით! მიზეზი, რომელმაც ჩამაგდო სრულ უსუსურობაში, როცა ვუყურებდი როგორ დააგდეს ძირს დედაჩემი! იქაც გითხარით და ახლაც ვამბობ, დადგება ის დრო, როცა ყველა დაისჯებით ამისთვის, - ასე ეხმაურება ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტინე ბოტკოველი (ნენსი ვოლანდი) მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

როგორც ბოტკოველი სოციალურ ქსელში წერს, უკვე მეორედ, პოლიციამ მისი სახლიდან ტელეფონი და ყველანაირი ტექნიკა წაიღო.

„მადლობა მეგობრებო ყველას, მაპატიეთ რომ განერვიულეთ, უბრალოდ ჩემთვის ყველა ზღვარი გადალახეს მაშინ, როცა დედაჩემს შეეხნენ ხელით!

იქაც გითხარით და ახლაც ვამბობ, დადგება ის დრო, როცა ყველა დაისჯებით ამისთვის. ეს იყო მიზეზი, რომელმაც ჩამაგდო სრულ უსუსურობაში, როცა ვუყურებდი როგორ დააგდეს ძირს დედაჩემი! ყველა, ყველა პასუხს აგებთ ამისთვის რაც დღეს მომიწყვეთ, ამაში ეჭვი არც ერთი წამით არ შეგეპაროთ, მე კი ბოლომდე ვიბრძოლებ, ვერაფრით ვერ გამაჩერებთ.

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.

წამართვეს უკვე მეორედ ტელეფონი და ყველანაირი ტექნიკა. ახლა მათხოვეს და ამ ტელეფონით ვერ შევედი ჩემს ძველ "ექაუნთზე", დროებით ამით ვიქნები. მადლობა კიდევ ერთხელ. ცეცხლი ოლიგარქიას!”- წერს ქრისტინე ბოტკოველი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიცია ჩხრეკას რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში ატარებდა. კერძოდ, სამართალდამცველები იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისა და „ფეისბუქ“ ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) სახლში. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც, ასევე სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძის საცხოვრებელ ბინაში.

შსს-მ გამოძიება ორი - სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიური მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

მათივე განმარტებით, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ატარებდნენ.

ამ დროის ინფორმაციით, ჩხრეკისას აქტივისტი ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ხოლო გამოკითხვაზე გადაყვანილია ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი ილია ღლონტი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის