ანა დოლიძე - რეჟიმი ამკვიდრებს ლავრენტი ბერიას სტილს, უბრალოდ, ამ კინოს დასასრული ყველასთვის ცხადია - ისეთი თვითნებობაა, შესაძლოა, ხვალ ხე და ბუჩქი სტრატეგიულ ობიექტად გამოაცხადონ

რეჟიმი ამკვიდრებს ლავრენტი ბერიას სტილს, უბრალოდ ამ კინოს დასასრული ყველასთვის ცხადია - ისეთი თვითნებობაა, რომ შესაძლოა ხვალ ხე და ბუჩქი სტრატეგიულ ობიექტად გამოაცხადონ,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ეშინია და მიიჩნევს, რომ საზოგადოებაზე ჯარიმების სიდიდემ ვერ იმუშავა.

„ჩვენს წინაშეა ბერიას საუკეთესო ტრადიციებში მიღებული გადაწყვეტილება - „მაჩვენე ადამიანი და მე გაჩვენებ რა მუხლი უნდა მივუყენოთ მას“ - ეს იყო ბერია და მისი მართვის სტილი. ის, რაც აქტივისტებთან და ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით მოხდა არის ის, რომ ჯერ პროტესტი დაიგეგმა და შემდეგ ხელისუფლება დაფაცურდა. რეჟიმი ამკვიდრებს ლავრენტი ბერიას სტილს, უბრალოდ, ამ კინოს დასასრული ყველასთვის ცხადია. მაგრამ ისეთი თვითნებობაა, რომ შესაძლოა, ხვალ ხე და ბუჩქი სტრატეგიულ ობიექტად გამოაცხადონ. შიშს დიდი თვალები აქვს, ფაქტია საზოგადოებაზე ჯარიმები არ მოქმედებს",- განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა და მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.თავის მხრივ, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებითაა განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის - ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.შეგახსენებთ, რომ „ბოლომდე“ - ამ ლოზუნგით, 2 თებერვალს, თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა იგეგმება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის შემოსასვლელის გადაკეტვა „თბილისი მოლთან“, 16:00 საათზე იგეგმება.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა