ანა დოლიძე - ზამირ კვეკვესკირის ამბავი რეალურად ეს არის დამახასიათებელი ყველაფრისა, რაც ხდება და მოხდება ჩვენს ქვეყანაში

ერთი ადამიანის უიმედობა, ერთი ადამიანის ბრძოლა, ერთი ადამიანის წინააღმდეგობა და ერთი ადამიანის სასოწარკვეთა, ამ ყველაფრის სიმბოლოა - ზამირ კვეკვესკირი, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების ფაქტს,რომელმაც რამდენიმე დღის წინ დევნილთა სააგენტოს ეზოში თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა.

მისივე თქმით, ზამირ კვეკვესკირი „ვერ შეეწინააღმდეგა სისტემას, რომელმაც ის იმსხვერპლა“.

„ეს ძალიან ცუდი ამბავია და რეალურად, ეს არის დამახასიათებელი ყველაფრისა, რაც ხდება და მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ერთი ადამიანის უიმედობა, ერთი ადამიანის ბრძოლა, ერთი ადამიანის წინააღმდეგობა და ერთი ადამიანის სასოწარკვეთა, ამ ყველაფრის სიმბოლოა - ზამირ კვეკვესკირი. თან ყველაფერთან ერთად ადამიანი იყო დევნილი, რომელიც ერთხელ უკვე გამოაძევეს საკუთარი სახლიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა. ფაქტია, რომ ვერ შეეწინააღმდეგა იმ სისტემას, რომელმაც ის იმსხვერპლა“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს