დავით მათიკაშვლი - სახელმწიფო მკაცრად დაიცავს სტრატეგიულ ობიექტებს, არავის მისცემს საშუალებას, გადაიკეტოს მაგისტრალები და ყველა, ვინც იქნება ასეთ ქმედებაში შემჩნეული, დაისჯება - კარგად დაფიქრდნენ, არ ჩაიდინონ დანაშაული და თავი არ ჩაიგდონ დიდ საფრთხეში

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს, მისი გადაკეტვა ან ბლოკირება ისჯება კანონით, ისჯება საკმაოდ მძიმე სანქციით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჯგუფურად ამ ყველაფრის ჩადენა ისჯება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა პირი, ვინც ასეთ ქმედებაში იქნება შემჩნეული, იქნება დასჯილი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეული.

„მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას კარგად დაფიქრდნენ, სანამ დანაშაულის ჩადენას გადაწყვეტენ და ამით საკუთარ თავს ჩაიგდებენ საფრთხეში და ამ ქმედებით, როგორც სახელმწიფოს მიაყენებენ ზიანს, ასევე საკუთარ თავისუფლებას, რადგანაც სახელმწიფო რა თქმა უნდა მკაცრად დაიცავს სტრატეგიულ ობიექტებს, არ მიცემს არავის იმის საშუალებას, რომ გადაიკეტოს საავტომობილო მაგისტრალები და ყველა პირი, ვინც იქნება ასეთ ქმედებაში შემჩნეული, ბუნებრივია იქნება დასჯილი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეული. ვინც მსგავს წინადადებას, მსგავს სურვილებს გამოთქვამს და ახალისებს ადამიანებს, ბუნებრივია მათ მიმართაც იქნება ანალოგიურად დაწყებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხები. ასე რომ კარგად დაფიქრდნენ, არ ჩაიდინონ დანაშაული და საკუთარი თავი არ ჩაიგდონ დიდ საფრთხეში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია