სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გაშლილი - მე ვარ თქვენს გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილს ადგილობრივებმა სოციალურ სივრცეში "ლიმენა” უმასპინძლეს და ფოთში პროტესტის მიმდინარეობისას ზეწოლის, დაშინებისა და შევიწროვების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიზანიც მათი თქმით, საზოგადოებაში შიშის დანერგვა და ამით პროტესტის ჩახშობაა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში პროტესტის მთავარი იარაღი არის საზოგადოება, ხალხის ერთად დგომა, მხარდაჭერა, სოლიდარობა და სულიერი შემართება.

მისივე თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გაშლილი და მასში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, რაც ძალიან დასაფასებელია, რადგან ვიცით, რომ რაც უფრო პატარაა ქალაქი, მით უფრო რთულია აქტივიზმი.

"მე ვარ თქვენს გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით!”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა