მარკ რუტე - უნდა მოვემზადოთ ომისთვის, ეს არის საუკეთესო გზა მისი თავიდან ასაცილებლად

ნატო-ს წევრი ქვეყნები ომისთვის უნდა მოემზადონ და მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლი, შეიძლება, შეეცადოს, იგივე გააკეთოს, რაც უკრაინაში, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან გარკვევით გეუბნებით: ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ეს არის საუკეთესო გზა მისი თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ სისუსტე არ უნდა გამოიჩინონ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება რაღაც სცადოს, ისევე როგორც უკრაინაში“, - აღნიშნა რუტემ.

ამასთან, მისი თქმით, საფრთხე მოდის არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ჩინეთიდანაც და რომ ჩინელებმა უზომოდ გააფართოვეს თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები.

მარკ რუტემ ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ, ნატო-სა და ევროკავშირის წამყვანმა წევრმა, თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და თანმიმდევრულად განაგრძოს მის მიერ არჩეული გზა როგორც ევროპაში, ასევე უკრაინაში.

„გერმანიის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა, რომ მათ გაცილებით მეტი გააკეთონ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს