ირაკლი კუპრაძე - მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ხვალ და ზეგ სტრატეგიულ ობიექტად აქცევენ რუსთაველის გამზირს - ყველა ავტორიტარული სისტემა ასე იქცევა, გამოსავალი არის რუტინული წინააღმდეგობა

ყველა ავტორიტარული სისტემა ასე იქცევა. ეს ნანახი აქვთ ბელარუსებს ბელარუსში, რუსებს პუტინის რეჟიმთან მიმართებაში. ერთადერთი გამოსავალი არის რუტინული წინააღმდეგობა, მშვიდობიანი ფორმები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეკრება და გამოხატვის თავისუფლება ზუსტად ის მშვიდობიანი ფორმაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ.

„მთავარი მიმართვა მინდა, რომ იმ ადამიანების მიმართ გავაკეთო, ვისაც ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმი“ და ეს ძალადობა მის კართან არ მივა: ჩვენც ასე გვეგონა, რომ თურმე ეს ლოკაცია სტრატეგიული ობიექტი არ იყო, მაგრამ გუშინ არალეგიტიმური მთავრობის დადგენილებით ე.წ სტრატეგიულ ობიექტად აქციეს დიღმის შემოსასვლელი გზა. მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ხვალ და ზეგ სტრატეგიულ ობიექტად აქცევენ რუსთაველის გამზირს. გუშინ პოსტის გაზიარების გამო დააკავეს ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი. ამიტომ, ეს იქნება შეუქცევადი პროცესი. ყველა ავტორიტარული სისტემა ასე იქცევა. ეს ნანახი აქვთ ბელორუსებს ბელორუსიაში, რუსებს პუტინის რეჟიმთან მიმართებაში. ერთადერთი გამოსავალი არის რუტინული წინააღმდეგობა, მშვიდობიანი ფორმები. შეკრება და გამოხატვის თავისუფლება ზუსტად ის მშვიდობიანი ფორმაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს