პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან - რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონი დგას

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პროტესტის 67-ე დღეს მოქალაქეები კვლავ არიან შეკრებილები.

პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, მომიტინგეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ პროტესტი. გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მედიასთან განაცხადა, ხალხის რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გზა გადაიკეტოს.

„როცა იქნება რაოდენობა საკმარისი დავეხმარებით. ჯერჯერობით არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ გადაიკეტოს რუსთაველის გამზირი“, - აღნიშნა პოლიციელმა.

რუსთაველის გამზირზე მისვლას გეგმავენ აღმაშენებლის ხეივნიდან საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც "თბილისი მოლთან" დღეს 16:00 საათიდან იყვნენ შეკრებილები. მომიტინგეების მიერ საავტომობილო გზის დაკავების მცდელობას არაერთხელ მოყვა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. დააკავეს ათეულობით პირი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - ნიკა მელია და გიგი უგულავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს